რეგისტრაცია

4.9 / 5, 13 შეფასება

MS EXCELმონაცემთაანალიზისთვის

გადადი Excel-ის საბაზისო ცოდნიდან ანალიტიკურ დონეზე: საძიებო და ფინანსური ფუნქციები, What-if ანალიზი (Data Tables, Goal Seek, Scenario Manager), Pivot Tables, Solver ოპტიმიზაცია და აღწერითი სტატისტიკა. კურსს უძღვება ფინანსისტი BDO Georgia-დან.

ლექტორი
თეიმურაზ სულუაშვილი
ფორმატი
ონლაინ
დაწყება
19 ოქტომბერი
ხანგრძლივობა
1 თვე
შეხვედრები
9 შეხვედრა, 18 სთ
განრიგი
ორშ, ხუთ 20:00

რას ისწავლი:

INDEX / MATCHFinancial FunctionsWhat-if AnalysisPivot TablesSolverDescriptive Statistics

რამდენი უნდა გაყიდო?

Goal Seek ეძებს იმ მნიშვნელობას, რომელიც ფორმულას სასურველ შედეგამდე მიიყვანს, ხოლო Data Table ერთდროულად აჩვენებს რამდენიმე სცენარს (ლექცია 3). შეიყვანე ფასი, ხარჯები და სამიზნე მოგება, ხელსაწყო დაგითვლის საჭირო გაყიდვების მოცულობას და ფასის ცვლილების გავლენას.

მოდელის პარამეტრები

Goal Seek შედეგი

საჭირო მოცულობა0
ნულოვანი მოგების წერტილი0
მარჟა ერთეულზე0 ₾
Data Table: ფასის ცვლილება და საჭირო მოცულობა
ცვლილებაფასიმოცულობაშედარება

გამოთვლა მარტივი მოდელია (მოგება = მოცულობა x მარჟა - ფიქსირებული ხარჯი) და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნით. შეზღუდვებიან ოპტიმიზაციას ლექცია 7-ზე Solver-ით ისწავლი.

9 შეხვედრა, სამი ეტაპი

18 საათი: ფორმულებიდან და ფინანსური ანალიზიდან Pivot ცხრილებამდე, Solver ოპტიმიზაციამდე და აღწერით სტატისტიკამდე. ქვიზები და დავალებები ყოველ ეტაპზე.

    კურსის ბოლოს

    Excel-ის გაძლიერებული ფუნქციებით ეკონომიკური ამოცანების ანალიზი, დაგეგმვა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.

    გეცოდინება

    • საძიებო ფუნქციები: Lookup, INDEX, MATCH, OFFSET, INDIRECT
    • ფინანსური ფუნქციები: FV, PV, RATE, NPER, PMT, IPMT, PPMT
    • ლოგიკური ფუნქციები: IF, IFS, IFERROR, IFNA
    • Data Tables, Goal Seek, Scenario Manager
    • SUMIFS, COUNTIFS, AVERAGEIFS და Database ფუნქციები
    • Pivot Tables, Pivot Charts, Slicers, Timeline
    • SORT, SORTBY, UNIQUE, TEXTJOIN
    • აღწერითი სტატისტიკა და ჰისტოგრამები

    შეძლებ

    1. ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტას Excel-ის პროგრამული საშუალებებით
    2. ოპტიმალური არჩევანის გაკეთებას შეზღუდული რესურსების პირობებში
    3. მოგების მაქსიმიზაციისა და ხარჯების მინიმიზაციის ამოცანების დასმასა და ამოხსნას Solver-ით
    4. ოპტიმალური არჩევანის გაკეთებას ფინანსური პორტფოლიოს მართვაში
    5. სესხის ამორტიზაციის სქემისა და ფინანსური გათვლების აგებას
    6. მონაცემების ანალიზის საფუძველზე დასაბუთებულ დაგეგმვასა და პროგნოზირებას
    7. მონაცემთა კონტროლს Data Validation-ით და პირობითი ფორმატირებით
    8. დინამიური რეპორტების აგებას Pivot Tables-ითა და Slicer-ებით
    მონაცემთა ანალიტიკოსიფინანსური ანალიტიკოსიData AnalystFinancial Analyst

    თეიმურაზ
    სულუაშვილი

    ფინანსისტი, Associate, BDO Georgia

    0შეხვედრა
    0საათი

    ლექტორი

    თემო სულუაშვილი ამჟამად მუშაობს BDO Georgia-ში Associate-ის პოზიციაზე, Business Service & Outsourcing-ის მიმართულებით. მონაწილეობს სხვადასხვა კომპანიის ფინანსური ანალიზისა და ეკონომიკური მოდელირების პროცესებში.

    დღემდე ფინანსურ და საგადასახადო თემებზე კონსულტაციას უწევს კომპანიებს, მათ შორის „ავტოდახმარება ჯუბას“ და KAMERTON TRAVEL-ს. 2022-2023 წლებში, ლექტორის ასისტენტის პოზიციაზე, კავკასიის უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლიდა.

    1. BDO GeorgiaAssociate, Business Service & Outsourcing
    2. SunBreath Corp. Legal Servicesფინანსისტი, აუდიტორული კომპანია
    3. კავკასიის უნივერსიტეტილექტორის ასისტენტი, 2022-2023: Word, PowerPoint, Excel, IBM SPSS
    4. კონსულტაციებიფინანსური და საგადასახადო საკითხები კომპანიებისთვის
    BDO GeorgiaSunBreath Corp.ავტოდახმარება ჯუბაKAMERTON TRAVELკავკასიის უნივერსიტეტი

    ადგილის დაჯავშნა

    ონლაინ, 1 თვის განმავლობაში, 9 შეხვედრა (18 საათი). დაწყება 19 ოქტომბერს.
    ადგილები შეზღუდულია.

    ორშაბათი20:00-22:00
    ხუთშაბათი20:00-22:00

    მოთხოვნები: Excel-ის საბაზისო ცოდნა.

    კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.

    790 ₾ ერთიანი გადახდა ან 0% განვადება

    რეგისტრაცია კურსზე სრული პროგრამის ნახვა
    790 ₾რეგისტრაცია